Accessibility links

site logo site logo

ელექტრონული ზედამხედველობა დაწესდა პირზე, რომელმაც არასრულწლოვან დაზე იძალადა


სამცხე-ჯავახეთის პოლიციის ბორჯომის სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვანი დის მიმართ ძალადობაში ბრალდებული პირი ამხილეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ 26 წლის ბრალდებულმა 17 წლის დას გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მოძალადის მიერ განმეორებითი ძალადობის თავიდან აცილების მიზნით გამოიცა შემაკავებელი ორდერი და დაწესდა ელექტრონული ზედამხედველობაც. მოძალადეს დაუმაგრდა ელექტრონული სამაჯური, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება მსხვერპლთან წინასწარ განსაზღვრულ ადგილებთან მიახლოვების მონიტორინგი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ დაკისრებული ვალდებულების შესრულება სავალდებულოა და ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

გამოძიება ოჯახის არასრუწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას შეეხება და 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG