Accessibility links

site logo site logo

აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი მთავრობის რეგიონული პოლიტიკის სამსახურს უხელმძღვანელებს


აჭარის პოლიციის უფროსი, კონსტანტინე ანანიაშვილი თანამდებობას ტოვებს და ის ახლა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურს უხელმძღვანელებს. საკადრო ცვლილებები პრემიერ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით გატარდა.

"გუბერნატორების კორპუსს ეყოლება ახალი ხელმძღვანელი, ეს გახლავთ კოტე ანანიაშვილი. კოტე ანანიაშვილის ძირითადი ფუნქცია იქნება გუბერნატორების კორპუსის მართვა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის გაძლიერება. ამაზე იქნება კოტე პასუხისმგებელი. თქვენი ძირითადი საყრდენი ყოველდღიური მართვის პირობებში იქნება კოტე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გარდა ამისა, დაინიშნა სახელმწიფო რწმუნებულების ნაწილი:

  • გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას გიორგი სახოკია დაიკავებს, რომელიც დღემდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო;
  • შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად მამუკა საღარეიშვილი დაინიშნა. ის 2020 წლის აპრილიდან სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.
  • რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე იქნება. ის ამ თანამდებობაზე 2013-2017 წლებშიც მუშაობდა.
  • მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას დავით ნოზაძე დაიკავებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG