Accessibility links

site logo site logo

თეა წულუკიანმა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართა


პარლამენტის აპარატის ცნობით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბადრი მაისურაძემ და ბალეტის ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილმა ოპერისა და ბალეტის მიმართულებებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაში მონაწილე თეატრის თანამშრომლებმა კომიტეტის თავმჯდომარეს თავიანთი საქმიანობის ფარგლებში მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მოსაზრებები გაუზიარეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG