Accessibility links

site logo site logo

ევროპის ყველზე უხუცესი ბინადარი, 117 წლის ფრანგი მონაზონი განიკურნა COVID-19-ისგან


ევროპის კონტინენტის ყველაზე უხუცესი ბინადარი, მონაზონი ანდრე, რომელსაც ამ კვირაში 117 წელი შუსრულდება, განიკურნა კორონავირუსისგან. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ იუწყება და ანდრეს მეურვეებზე დაყრდნობით.
ხანდაზმულთა სახლში მყოფი მონაზონის კორონავირუსის ტეტსტმა 16 იანვარს დადებითი პასუხი აჩვენა, რის შემდეგაც პაციენტი იზოლირებულ ოთახში გადაიყვანეს.
სენტ-კატრინ ლაბურეს ხანდაზმულთა სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ და ანდრე ამჟამად უკვე თავს კარგად გრძნობს. „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის განიკურნა, ძალიან მშვიდად არის და ელოდება ხუთშაბთს ტავის 117-ე დაბადების დღეს. ის ძალიან იღბლიანია“, - განაცხადა დავიდ ტაველამ.

ლიუსილ რანდონი, რომელმაც და ანდრეს სახელი აირჩია და 1994 წელს შეუერთდა კათოლიკურ საქველმოქმედო საზოგადოებას, ამჟამად სამხრეთ საფრანგეთში, ტულონში მდებარე ხანდაზმულთა თავშესაფარში ცხოვრობს.

ტაველას თქმით და ანდრე უსინათლოა, მაგრამ თავს ყოჩაღად გრძნობს და თავის დაბადების დღეს აღნიშნავს ადამიანების მცირე ჯგუფთან ერთად, კორონავირუსის რისკიდან გამომდინარე.

ფრანგი მონაზონი 1904 წლის 11 თებერვალს არი დაბადებული. იგი ითვლება მეორე ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად მსოფლიოში და პირველად - ევროპაში. გერონტოლოგთა კვლევითი ჯგუფის თანახმად, და ანდრეზე უფროსად ითვლება ერთადერთი ადამიანი, იაპონელი ქალი კანე ტანაკა, რომელსაც 2021 წლის 2 იანვარს 118 წელი შუესრულდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG