Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე ადასტურებს, რომ "ევროპულ საქართველოში" ცვლილებებია


"ევროპულ საქართველოში" შიდაპარტიული ცვლილებებია. ინფორმაცია დაადასტურა პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემაც.

"ევროპულ საქართველოშიც" მიდის მსჯელობა, თუ რა ტიპის სტრუქტურული ცვლილებები უნდა მოხდეს პარტიაში და როგორი უნდა იყოს სამომავლო გეგმები. ეს მსჯელობა ჯერჯერობით მიმდინარეობს, ამიტომ მე დღეს ვერ დაგიდასტურებთ ვერანაირ გადაწყვეტილებას პერსონალური ან საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ", – თქვა დავით ბაქრაძემ, რომელსაც ჟურნალისტებმა ლიდერების პარტიიდან შესაძლო წასვლაზე დაუსვეს კითხვა.

მისი თქმით, საზოგადოება პარტიაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ, მათ შორის, მის პირად გადაწყვეტილებაზე რამდენიმე დღეში გაიგებს:

"ის, რაც დღეს შემიძლია, ხაზგასმით ვთქვა, არის ის, რომ როგორიც არ უნდა იყოს შიდაპარტიული გადალაგება ამ შემთხვევაში, ეს გავლენას არ მოახდენს საერთო პოზიციონირებაზე ოპოზიციის საერთო ამოცანებთან დაკავშირებით. კერძოდ, მხედველობაში მაქვს ოპოზიციის მიმდინარე ბრძოლა, პარლამენტის ბოიკოტი და პარლამენტში არშესვლის ნიშნად დაწერილი განცხადებები".

ის, რომ პარტიაში ცვლილებები იგეგმებოდა, პირველმა On.ge-მ გაავრცელა.

XS
SM
MD
LG