Accessibility links

logo-print logo-print

წყალბურთელები ტოკიოს ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად როტერდამში ითამაშებენ


საქართველოს წყალბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დეიან სტანოევიჩმა, დაასახელა შემადგენლობა, რომელიც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. სერბი სპეციალისტის თხუთმეტ რჩეულს შორის ოთხი ნატურალიზებული უცხოელი სპორტსმენია.

14-21 თებერვალს როტერდამში გასამართ შეჯიბრებაზე თამაშის უფლება საქართველოს ნაკრებმა შარშან მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე მეათე ადგილის დაკავებით. როტერდამულ ტურნირში სულ თორმეტი ქვეყნის ნაკრები ჩაებმება, რომლებიც უკვე გადანაწილდნენ ორ ექვსგუნდიან ჯგუფში. ჯგუფური ეტაპის შეხვედრების დასრულების შემდეგ ოთხ-ოთხი საუკეთესო პლეი ოფში გააგრძელებს ბრძოლას და საპრიზო სამეულში მოხვედრილი ნაკრებები ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიებს მიიღებენ.

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 14-18 თებერვალს საბერძნეთის, თურქეთის, კანადის, ბრაზილიისა და მონტენეგროს ნაკრებებს დაუპირისპირდება. B ჯგუფში მოხვდნენ ხორვატია, საფრანგეთი, რუსეთი, ნიდერლანდები, გერმანია და რუმინეთი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ირაკლი რაზმაძე, ნიკოლოზ შუბლაძე (ორივე მეკარე), ბექა ქავთარაძე, ვატო დადვანი, მარკო ელაჩა, ხვიჩა ჯახაია, ბესო ახვლედიანი, ბორის ვაპენსკი, მარკო ელეზი, ნიკოლოზ შუშიაშვილი, რევაზ იმნაიშვილი, გიორგი მაგრაქველიძე, ფაბიო ბარალდი, სანდრო ადეიშვილი, ანდრია ბითაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG