Accessibility links

logo-print logo-print

ოკუპირებულ ცხინვალში მოიხსნა კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა


ცხინვალი

სააგენტო „რეს“-ის ცნობით, მასობრივი ღონისძიებებზე, მათ შორის სადღესასწაულო, სამგლოვიარო და მემორიალური ღონისძიებების ჩატარებაზე კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა მოიხსნა ოკუპირებულ ცხინვალში.

დე ფაქტო ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ოპერატიული შტაბის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც დე ფაქტი პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ხელმძღვანელობდა. „ის, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა, სწორი გადაწყვეტილება იყო. დღეს უკვე შეზღუდვების მოხსნა მასობრივი ღონისძიებების გამართვაზეც არის შესაძლებელი. ეჭვგარეშეა, რომ ყველა დაწესებულებასა და ორგანიზაციაში სანიტარული ზომების დაცვა აუცილებელია“, - განაცხადა ბიბილოვმა.

ოკუპირებულ ცხინვალში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 2 901 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 60-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG