Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში კორონავირუსის 200-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა


საქართველოში გამოვლენილი 557 ახალი შემთხვევიდან მესამედზე მეტი თბილისიდანაა. ქვეყანაში 21 890 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელი 2,54 პროცენტია.

რეგიონების მიხედვით, ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება:

  • თბილისი - 209;
  • აჭარა - 21,
  • იმერეთი - 113,
  • ქვემო ქართლი - 43,
  • შიდა ქართლი - 63,
  • გურია - 33,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 24,
  • კახეთი - 33,
  • მცხეთა-მთიანეთი - 7,
  • სამცხე-ჯავახეთი - 10,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 10 პაციენტი. ამავე დროს 639-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 264 158 შემთხვევა. მათგან 256 024 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3321 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG