Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალებმა გაათავისუფლეს საქართველოს მოქალაქე 20 წლის ერიკ დრულევი


საქართველოს მოქალაქე, გორის მცხოვრები ერიკ დრულევი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა. ის საქართველოს სამართალდამცავებს ერგნეთის საპოლიციო საგუშაგოზე გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

20 წლის ერიკ დრულევის დაკავების შესახებ ინფორმაცია 9 თებერვალს გავრცელდა. დრულევი ვლადიკავკაზში ნათესავებთან მიდიოდა, როდესაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის როკის გვირაბის მონაკვეთზე დააკავეს. ერიკ დრულევს ოკუპირებულ სოფელ არცევში დედის მხრიდან ნათესავები ჰყავს და მათთან იყო გადასული, იქიდან კი პაპის სანახავად ვლადიკავკაზში მიდიოდა, რა დროსაც როკის გვირაბთან დააკავეს.

გათავისუფლებულ ერიკ დრულევს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე გადაიყვანენ. როგორც სუს-ში 9 თებერვალს განაცხადეს, უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა „ცხელი ხაზი" და ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. განცხადების თანახმად, მომხდარის შესახებ აცნობეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG