Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნების“ ოფისთან ორი აქტივისტი დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან დააკავეს ორი მოქალაქე.

აქტივისტები აპროტესტებენ ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს საქმეზე ხელისუფლების უმოქმედობას. აქტივისტები საპროტესტო შინაარსის ტექსტის დაწერის დროს დააკავეს.

როგორც შსს-ში განმარტავენ, მათ ედავებიან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის [პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა] დარღვევას.

11 თებერვალს დააკავეს 23 წლის კაცი, რომელსაც ქობულეთის მუნიციპაალიტეტში 14 წლის გოგოსთან სექსუალურ კავშირს ედავებიან. არასრულწლოვანი გოგოს გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG