Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილეებს კორონავირუსზე ტესტირება ოთხ დღეში ერთხელ ჩაუტარდებათ


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე COVID-19-ის რისკის მინიმუმამდე დასაყვანად, სპორტსმენებსა და სპორტული დელეგაციების წევრებს ტესტირება ოთხ დღეში ერთხელ ჩაუტარდებათ. პისიარ-ტესტირებები მოხდება ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე მოწყობილ სპეციალურ ლაბორატორიებში, ხოლო იმ სპორტსმენებს, რომლებიც სოფლის გარეთ იცხოვრებენ, საგანგებოდ მათთვის გამოყოფილი ტრანსპორტი მოემსახურებათ.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვებსაიტის ცნობით, ტესტირების პასუხების გაგება შესაძლებელი იქნება სმარტფონებში ჩამოტვირთული სპეციალური აპლიკაციებით, კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში კი, ასევე, აპლიკაციის მეშვეობით სასწრაფოდ მოხდება სხვა ათლეტების ინფორმირება პოტენციური რისკის შესახებ.

ტოკიოში ერთი წლით გადადებული ოლიმპიური თამაშები 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაიმართოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG