Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთმა, გერმანიამ და ბრიტანეთმა "მკაცრად მოუწოდეს" ირანს, შეწყვიტოს ბირთვული შეთანხმების დარღვევა


გერმანიის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები
გერმანიის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები

ევროპის სამი სახელმწიფო, E3, „მკაცრად მოუწოდებს“ ირანს, გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება ურანის ლითონის წარმოებით ბირთვული შეთანხმების დარღვევის შესახებ და ნუ გადადგამს „შეუსაბამო ნაბიჯებს“, სანამ ძალიან გვიან არ არის, აფრთხილებენ თეირანს ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების მონაწილეები აშშ-თან, ჩინეთსა და რუსეთთან ერთად.

ევროპის სამმა ქვეყანამ 12 თებერვალს მიმართა ირანს მას მერე, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ წინა დღით ირანს თავშეკავებულობისკენ მოუწოდა. ამის ფონზე აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია განიხილავს სხვადასხვა გზას, თუ როგორ დაუბრუნდეს ბირთვულ შეთანხმებას - ერთობლივ და მრავლისმომცველ სამოქმედო გეგმას (JCPOA), რომელიც დონალდ ტრამპმა დატოვა 2018 წელს და კვლავ შემოიღო ირანის მიმართ ეკონომიკური სანქციები.

გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ, წევრ ქვეყნებს ამცნო 10 თებერვალს, რომ მისმა ინსპექტორებმა დაადასტურეს ირანის მიერ 3,6 გრამი ურანის ლითონის წარმოების ფაქტი.

„მკაცრად მოვუწოდებთ ირანს, შეწყვიტოს ეს ქმედება დაუყოვნებლივ და ნუ გადადგამს ბირთვული შეთანხმების შეუსაბამო ნაბიჯებს“, წერია E3-ის განცხადებაში.

შეთანხმების პირობების დარღვევის გაგრძელებით, „ირანი ძირს უთხრის დიპლომატიური შესაძლებლობების განახლებას, რათა სრულად შესრულდეს ერთობლივი და მრავლისმომცველი სამოქმედო გეგმის მიზნები.

ბაიდენის ადმინისტრაცია გადაჭრით მოითხოვს, რომ ირანმა სრულად შეასრულოს შეთანხმება, მაგრამ ირანი წინასწარ პირობების დასმას უარყოფს.

ბირთული შეთანხმებით ირანს აკრძალული აქვს 15 წლით „პლუტონიუმის ან ურანის ლითონების და სხვა შენადნობების წარმოება და მიღება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG