Accessibility links

site logo site logo

ნათია თურნავა გადადგომაზე: ოდესღაც ყველანი სადღაც წავალთ, მაგრამ ჯერჯერობით  არ ვაპირებთ


ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სიცილით შეხვდა მედიის მიერ დასმულ კითხვას, გადადგა თუ არა თანამდებობიდან:

"უი, რას მელაპარაკებით? პირველად მესმის თქვენგან, აუცილებლად გადავამოწმებ“, - იხუმრა მინისტრმა კითხვის კომენტირებისას. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრისგან მსგავსი სიგნალი არ მისვლია.

„ამ გადაწყვეტილებას იღებს არა მედია, არ მიწყინოთ, არამედ პრემიერ-მინისტრი. ჯერჯერობით მსგავსი სიგნალი არ მომსვლია. ოდესღაც ყველანი სადღაც წავალთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენზე უკეთესი ადამიანები მოვლენ, მაგრამ ჯერჯერობით არ არ ვაპირებთ და ვმუშაობთ თქვენთვის და ყველასთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG