Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის ბარში შევიდა შრომის ინსპექცია


"გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომებისადმი დაუმორჩილებლობის ნიშნად გახსნილ ბარში მივიდნენ შრომის ინსპექციის წარმომადგენლები. ადგილზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

ჯაფარიძე მედიასთან საუბარში ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია შრომის ინსპექტორების მისვლის მიზანი. "თუმცა, იმის გათვალისწინებით, რასაც ეს დეპარტამენტი ბოლო თვეების განმავლობაში აკეთებს, გასაგებია, რომ მათ დავალებული აქვთ, რომ ყველა ბიზნესი, რომელიც ოპერირებს და არღვევეს არაადამიანურ შეზღუდვებს, დასაჯონ" - ამბობს ჯაფარიძე.

ბარი "ჯაფარასთან" 13 თებერვალს, საღამოს გაიხსნა და, ჯაფარიძის განცხადებით, ის მიმართულია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში დახურული კაფე-რესტორნების გახსნა 15 თებერვლიდან იგეგმება, თუმცა სტუმრების მიღება მათ მხოლოდ ღია სივრცეებში შეეძლებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG