Accessibility links

site logo site logo

„ქართული ოცნების“ ოფისთან დაპირისპირებისას დაკავებულ აქტივისტებს ჯარიმა შეუფარდეს


თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 თებერვალს, ღამით, „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრ კახაბერ კვეკვესკირს 1100-ლარიანი, ხოლო დავით დიღმელაშვილს 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

აქტივისტები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ. მათი აქცია უმრავლესობის სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა. სხდომის დასრულების შემდეგ ისინი შენობიდან გამოსულ უმრავლესობის დეპუტატებს სტვენით და შეძახილებით - „მონა“ დახვდნენ.

აქტივისტები აცხადებენ, რომ ჯარიმა უსამართლოა და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, რადგან მათ ქალაქის მერისთვის მიყენებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდნენ, არადა იქ ბილწსიტყვაობას ადგილი არ ჰქონიაო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG