Accessibility links

site logo site logo

დღეიდან რესტორნებს და კაფეებს ღია სივრცეში მასპინძლობის უფლება აქვთ


საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაკეტილი კვების ობიექტები დღეიდან, 15 თებერვლიდან შეძლებენ სტუმრების გარე სივრცეში მიღებას, გარდა შაბათ-კვირისა.

ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 4 თებერვალს მიიღო ეპიდსიტუაციის შედარებით გაუმჯობესების საფუძველზე.

გარე სივრცე რესტორნების და კაფეების მხოლოდ ნაწილს აქვს. სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები უმძიმეს ფინანსურ კრიზისზე საუბრობენ და მოითხოვენ წესების დაცვით ობიექტების სრულად გახსნას. რესტორნების ნაწილი დაუმორჩილებლობის აქციას და მუშაობის თვითნებურად განახლებას 6 თებერვლიდან გეგმავდა, თუმცა, ღია სივრცეში მუშაობის უფლების მოპოვების შემდეგ, აქცია გადაიდო.

საქართველოში რესტორნები და კაფეები სტუმრებისთვის დაკეტილია 2020 წლის ნოემბრის ბოლოდან. კვების ობიექტები გატანა-მიტანის წესით მუშაობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG