Accessibility links

site logo site logo

ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა ჯერ არ განიხილება


ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით გადაადგილების შეზუდვის მოხსნა ჯერჯერობით არ იგეგმება, ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

ნათია თურნავას სიტყვებით, ეს შეზღდვა რჩება პანდემიის გავრცელების საწინააღმდეგო ერთ-ერთ ეფექტურ ზომად. რამაც საშუალება მისცა ხელისულებას შემსუბუქების მიმართულებით სხვა გადაწყვეტილებები მიეღო.

„რა თქმა უნდა, მის შემსუბუქებაზე ან გაუქმებაზე მსჯელობას წინ ძალიან დიდი ანალიზი უნდა უძღოდეს, იმიტომ, რომ არ შეიძლება ყველაფერი ერთად შევამსუბუქოდ, ჯერჯერობით ამაზე მსჯელობა არ არის. ჩვენ ჯერჯერობით ვმსჯელობთ შემდეგ ნაბიჯებზე, იმიტომ, რომ დარჩა ბიზნესები, ბიზნეს სექტორები სადაც ჩვენ ჯერ არ შეგვიმსუბუქებია მიდგომა და კვლავაც ვერ გავსხენით, ჯერჯერობით, საბავშვო ბაღები, ვერ გავხსენით ჯერჯერობით, ფიტნეს ინდუსტრია და სპორტული ობიექტები. თუმცა ორივე სფერო ჩავსტვის პროგრამაში „აწარმოე საქართელოში" სესხის სუბსიდირების თვალსაზრისით, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი“,- ამბობს ნათია თურნავა.

მისი სიტყვებით პირველ რიგში, ალბათ ,ამ სფეროებზე იმსჯელებენ, მათ შორიოს საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე, ხოლო „ღამის საათების შეზღუდვას, სავარაუდოდ, უფრო მოგვიანებით მოვიტოვებთ“,- აცხადებს ნათია თურნავა.

საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაკეტილი კვების ობიექტები დღეიდან, 15 თებერვლიდან შეძლებენ სტუმრების გარე სივრცეში მიღებას, გარდა შაბათ-კვირისა.

ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 4 თებერვალს მიიღო ეპიდსიტუაციის შედარებით გაუმჯობესების საფუძველზე.

ასევე დღეიდან, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება თბილისის, რუსთავის და ქუთაისის სკოლებშიც. ორი კვირით ადრე სწავლა საკლასო ოთახებში აღდგა ბათუმის, ზუგდიდის, გორის, ფოთის და თელავის სკოლებში. სხვა მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეები საკლასო ოთახებს 15 სექტემბრიდან დაუბრუნდნენ, თუმცა, კორონავირუსის შემთხვევების გამო, არაერთი სკოლა ისევ დისტანციურ სწავლებას დაუბრუნდა.

სწავლების დისტანციურ რეჟიმზე რჩებიან უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები.

ძალაში რჩება 21:00 სთ-დან დილის 05:00 სთ-მდე მოქმედი ე.წ. კომენდანტის საათი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG