Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19-ის პანდემია ზარალს აყენებს ქალაქებს, რომლებიც ცნობილია ყოველწლიური საკარნავალო დღესასწაულებით


ტრადიციული კარნავალი რიო-დე-ჟანეიროში. 2019 წ. 4 მარტი.
ტრადიციული კარნავალი რიო-დე-ჟანეიროში. 2019 წ. 4 მარტი.

COVID-19-ის პანდემია ზარალს აყენებს ქალაქებს, რომლებიც ცნობილია ყოველწლიური საკარნავალო დღესასწაულებით. ისინი იძულებული არიან, წელს მკვეთრად შეზღუდონ ტრადიციული ღონისძიებები.

ამ დღეებში ჩვეულებრივ ფართო მასშტაბის აღლუმები ტარდება ხოლმე, მაგალითად, ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში და გერმანიაში, კიოლნში. მაგრამ წელს დღესასწაულები ძირითადად ჩუმად ჩაივლის. ბრაზილიაში ზოგმა ღონისძიებამ ინტერნეტში გადაინაცვლა, გერმანიაში კი ადგილობრივი მაუწყებელი გადასცემს თოჯინების აღლუმს.

ახალ ორლეანში, სადაც, როგორც მიიჩნევა, შარშანდელმა კარნავალმა ხელი შეუწყო COVID-19-ის შემთხვევათა ზრდას, ბარები დახურულია და კარნავალები აიკრძალა.

მრავალ ქვეყანაში გრძელდება ვაქცინაციის პროგრამები. ყაზახეთი უკანასკნელი ქვეყანაა, რომელმაც დაამტკიცა რუსული წარმოების Sputnik V. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ მიაღწია თავის მიზანს, თებერვლის შუა რიცხვებამდე მინიმუმ 15 მილიონი ადამიანის ვაქცინაცია მოესწრო. ვაქცინაციის ტემპი აჩქარდა აშშ-ში. ამ მომენტისთვის მოსახლეობას გაუკეთდა 52,9 მილიონი დოზა ვაქცინა, იტყობინება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG