Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკროსოფტის პრეზიდენტი: კიბერთავდასხმა, რომელშიც რუსეთს ადანაშაულებენ, ყველაზე დახვეწილი იყო ისტორიაში


ბრედ სმიტი, მაიკროსოფტის პრეზიდენტი
ბრედ სმიტი, მაიკროსოფტის პრეზიდენტი

ჰაკერული თავდასხმების კომპანია, რომლის უკანაც, აშშ-ის დაზვერვის ცნობით, დიდი ალბათობით რუსეთი იდგა, "ალბათ იყო უდიდესი და ყველაზე მასშტაბური იერიში, რომელიც კი მსოფლიოს უნახავს" - ამბობს მაიკროსოფტის პრეზიდენტი, ბრედ სმიტი.

სმიტი ამ განცხადებით გამოვიდა ინტერვიუში, რომელიც ტელეკომპანია CBS-ის ეთერში 14 თებერვალს გადაიცა. მან ისაუბრა იმ ჰაკერული შეჭრის დიდ მასშტაბზე, რომელიც დეკემბერში გამოვლინდა და რომლის დროსაც შეაღწიეს სამთავრობო და კერძო კომპანიების ქსელებში, აშშ-სა და ბევრ სხვა ქვეყანაში.

"როცა გავაანალიზეთ ყველაფერი, რაც მაიკროსოფტში აღმოვაჩინეთ, საკუთარ თავს ვკითხეთ, მაინც რამდენი ინჟინერი იქნებოდა ჩართული ამ თავდასხმების მოწყობაში. და პასუხად მივიღეთ ის, რომ ისინი ნამდვილად 1000-ზე მეტნი უნდა ყოფილიყვნენ" - თქვა სმიტმა.

კიბერუსაფრთხოების სფეროს ექსპერტების თქმით, შესაძლოა თვეები დასჭირდეს ყველა დაზიანებული სისტემის ამოცნობას და ჰაკერების გაძევებას. რუსეთი უარყოფს მონაწილეობას კიბერთავდასხმებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG