Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ფრანგი ვილი სანიოლი გაწვრთნის


სანიოლმა მთავარ წარმატებებს ფეხბურთელის რანგში მიაღწია - მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად გახდა უეფას ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელი (2001 წელს), ხოლო საფრანგეთის ნაკრების რიგებში - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2006).

სამთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში მთავარი მწვრთნელი დაინიშნა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ არჩევანი ფრანგ ვილი სანიოლზე შეაჩერა. გადაწყვეტილება ფედერაციის აღმასკომმა ცოტა ხნის წინ მიიღო ონლაინ-რეჟიმში გამართულ სხდომაზე.

საქართველოს ნაკრებს ბოლოს სათავეში სლოვაკი ვლადიმირ ვაისი ედგა, რომელმაც თანამდებობა 2020 წლის ნოემბერში დატოვა, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფში წარუმატებლობის შემდეგ.

ნაკრების ახალი დამრიგებლის, ვილი სანიოლის, დებიუტი 25 მარტს სტოკჰოლმში შედგება, სადაც მისი გაწვრთნილი გუნდი შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფურ ეტაპზე.

სანიოლმა მთავარ წარმატებებს ფეხბურთელის რანგში მიაღწია - მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად გახდა უეფას ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელი (2001 წელს), ხოლო საფრანგეთის ნაკრების რიგებში - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2006). მწვრთნელის რანგში 43 წლის სპეციალისტს სანაკრებო დონეზე საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში უმუშავია (2013-2014), საკლუბო დონეზე კი იყო „ბორდოს" მთავარი მწვრთნელი (2014-2016) და „ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის, ასისტენტი (2017).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG