Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთის პოლიციამ 17 წლის შვილი დააკავა დედის დაჭრის ბრალდებით


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე 2003 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა არასრულწლოვანმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 1978 წელს დაბადებულ დედას ცივი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. დაშავებულ ქალი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პოლიციამ დანა ამოიღო ნივთმტკიცების სახით.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG