Accessibility links

logo-print logo-print

ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს ბაქოში დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრაში


დავით ზალკალიანი

18 თებერვალს აზერბაიჯანში იგეგმება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს​ ოფიციალური ვიზიტი. 19 თებერვალს კი ბაქოში ჩასვლას აპირებს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 19 თებერვალს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის და მისი ქართველი და აზერბაიჯანელი კოლეგების მონაწილეობით რიგით მეცხრე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.

აზერბაიჯანში დაგეგმილი დავით ზალკალიანის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG