Accessibility links

logo-print logo-print

უკრაინის უშიშროების სამსახურის თქმით, დაკავებულია სეპარატისტთა სადაზვერვო ჯგუფის ხელმძღვანელი


უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ მისმა აგენტებმა დააკავეს მამაკაცი, რომელიც მიიჩნევა, რომ არის რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების სადაზვერვო ჯგუფის ხელმძღვანელი. 16 თებერვლის განცხადებაში უშიშროების სამსახური SBU არ აცხადებს დაკავებულის ვინაობას, მაგრამ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებული პირი არის ლუგანსკიდან, რომელიც უკრაინას ეკუთვნის, მაგრამ სეპარატისტების მიერ კონტროლდება.

SBU-მ ასევე განაცხადა, რომ დაკავებული პირი 2014 წელს მონაწილეობდა ლუგანსკში SBU-ს შტაბბინის აღებაში და რომ ის ხელმძღვანელობდა სეპარატისტების დაზვერვისა და საბოტაჟის ჯგუფს, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ოპერაციებში მონაწილეობდა.

მამაკაცი ოდესაში დააკავეს, ლუგანსკიდან დაახლოებით 900 კილომეტრზე. SBU-ს თანახმად, ის ოდესაში სადაზვერვო ამოცანის შესასრულებლად ჩავიდა.

2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ დღემდე 13200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG