Accessibility links

site logo site logo

აშშ-ში დიდთოვლობას და ყინვას მსხვერპლიც მოჰყვა


აშშ-ში ძლიერი ყინვა და დიდთოვლობაა. მათ შორის იმ შტატებშიც, რომლებსაც ცივი ზამთარი არ ახასიათებთ. ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის და დიდთოვლობით გზებზე შექმნილი რთული ვითარების გამო, სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა.

ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 4 მილიონზე მეტი ადამიანი, მათგან 2 მილიონი ტეხასის შტატში. ჰიუსტონში ენერგომომარაგების შეწყვეტის გამო საფრთხის ქვეშ დადგა კომპანია Moderna-ს ვაქცინის 8 ათასი დოზა, რომელსაც შენახვის განსაკუთრებული პირობები სჭირდება. "ამერიკის ხმის" ინფორმაციით, ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახური ცდილობდა რაც შეიძლება სწრაფად მოეძებნა აცრის მსურველები მაშინ, როცა შტატის ხელისუფლება მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტეხასში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

უამინდობამ მოიცვა ალაბამა, ტენესი, მისისიპი, არკანზასი, ილინოისი, ინდიანა, ლუიზიანა და სხვა შტატები. ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა მინუს 21 გრადუსამდე დაეცა. შეფერხებულია საავტომობილო და საჰაერო მიმოსვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG