Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში კორონავირუსის 200-ზე ნაკლები შემთხვევა გამოვლინდა


საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 486 ახალი შემთხვევიდან ნახევარზე ნაკლები თბილისზე მოდის. ქვეყანაში 19 192 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელი კი 2,53 პროცენტია.

ინფიცირების მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისი - 194,
  • აჭარა - 32,
  • იმერეთი - 49,
  • ქვემო ქართლი - 14,
  • შიდა ქართლი - 36,
  • გურია - 37,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 34,
  • კახეთი - 74,
  • მცხეთა-მთიანეთი - 8,
  • სამცხე-ჯავახეთი - 4,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 13 პაციენტი. ამავე პერიოდში 499-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 266 948 შემთხვევა. მათგან 259 727 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3390 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG