Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდთოვლობის გამო სვანეთის სოფლების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა


დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა მესტიის მუნიციპალიტეტში. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო ენერგომომარაგება შეუწყდა 5 სოფელს.

ჩაკეტილია კალა-უშგულის საავტომობილო გზა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გზის გაწმენდა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, რადგან ზვავსაშიშროების გამო ადგილზე ტექნიკა ვერ შეჰყავთ. რაც შეეხება ენერგომომარაგებას, ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად.

სვანეთში მესამე დღეა გადაუღებლად თოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG