Accessibility links

site logo site logo

ბაიდენი აცხადებს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ყველა ამერიკელი ივლისის ბოლომდე მიიღებს


აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ივლისის ბოლომდე ყველა ამერიკელს მიეცემა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების საშუალება.

ბაიდენი უწინ ამბობდა, რომ ვაქცინები შესაძლოა გაზაფხულისთვის გამხდარიყო ხელმისაწვდომი, მაგრამ თეთრ სახლს ახლახან ვადების გადაწევა მოუწია, ვაქცინების რაოდენობასა და დისტრიბუციასთან დაკავშირებით შექმნილი სირთულეების გამო.

ბაიდენმა ასევე თქვა, რომ სურს სკოლები მალე გაიხსნას და მხარს უჭერს ვაქცინაციას მასწავლებლებისთვის.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანას ჯერ კიდევ დიდი დრო აქვს "ჯოგური იმუნიტეტის" მიღწევამდე და ცხოვრების მეტ-ნაკლებად ნორმალურ ფორმასთან დაბრუნებამდე.

მოქალაქეებთან შეხვედრაზე ბაიდენმა ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზეც ისაუბრა, შეეხო სინიანში მუსლიმებზე ზეწოლის გარემოებას და თქვა, რომ ამას შედეგები მოჰყვება ჩინეთისთვის. ჩინეთის მიმართ საერთაშორისო კრიტიკა ისმის ძირითადად მუსლიმი უიღურების და სხვა უმცირესობების ბანაკებში განთავსებისთვის. ბაიდენის თქმით, ჩინეთი ძალიან ცდილობს, მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი გახდეს, და საამისოდ მან სხვა ქვეყნების ნდობა უნდა დაიმსახუროს. აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, სანამ ჩინეთი დგამს ნაბიჯებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის საბაზისო უფლებებთან, მას გაუჭირდება გლობალურ ლიდერად გადაქცევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG