Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურორი იმედს გამოთქვამს რომ ნიკა მელია თავად გამოცხადდება შესაბამის ორგანოში


მიხეილ სადრაძე
მიხეილ სადრაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განმარტა მისი დაპატიმრების პროცედურები.

„ამ გადაწყვეტილებას აღასრულებს შესაბამისი ორგანო. მაქსიმალურად გონივრულ ვადაში. გამომდინარე იქიდან, რომ ამას კონკრეტული უწყება აღასრულებს, მე რაიმე კონკრეტულ ვადას ვერ გეტყვი. კანონმდებლობაში კონკრეტული ვადა ამის აღსრულების არ არსებობს", - განმარტა ბრალმდებელმა პროცესის დასრულების შემდეგ.

პროკურორი იმედს გამოთქვამს, რომ მელია თავად გამოცხადდება შესაბამის ორგანოში.

ნიკა მელია ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად პარტიის ოფისში იმყოფება და როგორც თავად ამბობს, არ აპირებს „სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებას" დაემორჩილოს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიჩნია, რომ დამატებით შეფარდებული გირაოს, 40 ათასი ლარის არგადახდა აღკვეთის ღონისძიების შეუსრულებლობა იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG