Accessibility links

logo-print logo-print

რუსეთის სასამართლომ 4 წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა აქტივისტ ანასტასია შევჩენკოს


ანასტასია შევჩენკო

რუსეთის, დონის როსტვის რეგიონულმა სასამართლომ 4 წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა ორგნიზაცია „ღია რუსეთის“ აქტივისტ, ანასტასია შევჩენკოს. სასამართლომ აქტივისტი დამნაშავედ სცნო ე.წ. არასასურველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში.

რუსეთში „არასასურველი ორგანიზაციის“ შესახებ კანონი ძალაში შევიდა 2015 წლის მაისში და იგი არის იმ რეგულაციის ნაწილი, რითაც კრემლი ცდილობს საარსებო საშუალების გარეშე დატოვოს ბევრი არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან.


შევჩენკო და მისი დაცვა დაჟინებით აცხადებდნენ, რომ მას კავშირი აქვს მხოლოდ რუსეთის საზოგადოებრივ მოძრაობა „ღია რუსეთთან“ და იურიდიულად არ უკავშირდება დიდი ბრიტანეთის დარეგისტრირებულ მიხაილ ხადარკოვსკის „.Open Russia Civic Movement“-ის სტრუქტურებთან, რომელიც რუსეთის ხელისუფლება არასასურველ ორგანიზაციათა სიაში შეიტანა.

თავის ბოლო სიტყვაში შევჩენკომ სასამართლოს მოუწოდა არ მიეღო მონაწილეობა პოლიტიკურ რეპრესიებში. „შეინარჩუნეთ ადამიანობა“, - მოუწოდა მან მოსამართლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG