Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ავტომანქანა ტროტუარზე ავარდა და სუპერმარკეტის მინის კედელს დაეჯახა


თბილისი, აბაშიძის ქუჩა.
თბილისი, აბაშიძის ქუჩა.

ავტომანქანა ტროტუარზე ავარდა და სუპერმარკეტის მინას დაეჯახა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე. დაშავებულია ერთი ადამიანი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG