Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს წყალბურთის ნაკრები როტერდამის ტურნირის მეოთხედფინალში ხორვატიას შეხვდება


საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა როტერდამში, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზე, თორმეტ მონაწილეს შორის რვა საუკეთესოში ადგილი უკვე გაინაღდა და საპრიზო სამეულისთვის ბრძოლას პლეი ოფში აგრძელებს. დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილი გუნდი დღეს მეოთხედფინალში ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, ხორვატიის ნაკრებს, დაუპირისპირდება. თამაში თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. დღესვე შედგება მეოთხედფინალის სხვა სამი მატჩიც. მონტენეგრო ჰოლანდიას შეხვდება, საბერძნეთი - საფრანგეთს, რუსეთი - კანადას.

ქართველმა წყალბურთელებმა ჯგუფურ ეტაპზე ოთხი თამაში ჩაატარეს. მოუგეს კანადას (14:11) და ბრაზილიას (12:8), წააგეს საბერძნეთსა (10:11) და მონტენეგროსთან (9:11) და ჯგუფიდან პლეი ოფში მესამე ადგილით გავიდნენ.

როტერდამის ტურნირი 21 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება და სამი უძლიერესი ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიას მოიპოვებს.

XS
SM
MD
LG