აშშ ოფიციალურად კვლავ შეუერთდა პარიზის კლიმატის ცვლილების ხელშეკრულებას. ჯო ბაიდენმა პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების პირველ დღეს განუცხადა გაეროს, რომ აშშ-ს სურდა ხელშეკრულებას დაბრუნებოდა.
კლიმატის ხელშეკრულებაში მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის დაბრუნებას 19 თებერვალს თბილად შეხვდნენ მსოფლიოს სახელმწიფოთა ლიდერები. ახლა ყურადღება მიპყრობილია აშშ-ის გეგმებისკენ, შეამციროს სათბურის აირების გამოყოფა გლობალური დათბობის პროცესის შესანელებლად.
აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარგზავნილი კლიმატის საკითხებში, ჯონ კერი მომხდარს აღნიშნავს გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიუ გუტერეშთან ერთად.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 2017 წელს განაცხადა, რომ ვაშინგტონი პაქტიდან გავა, რადგან ის ეკონომიკურ ზარალს მოიტანს. აშშ-მა პარიზის ხელშეკრულება ოფიციალურად დატოვა 2020 წლის 4 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს. ამ არჩევნების შედეგად ტრამპი ბაიდენმა შეცვალა.
შემდეგ აშშ აგრძელებდა სათბურის აირების ატმოსფეროში გავრცელების შემცირებას, თუმცა ფედერალური მთავრობის გარეშე.
ხელშეკრულებაში კვლავ დაბრუნება მიიჩნევა შესაძლებლობად, კლიმატის ცვლილებების მიმართ ქვეყანაში უფრო ერთიანი მიდგომა შეიმუშაონ.
დაწერეთ კომენტარი