Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა დაიხარჯა და რა დარჩა StopCov ფონდში

ფონდი, რომელიც ხელისუფლებამ პანდემიის პერიოდში სოციალურად ყველაზე დაუცველი ჯგუფების მხარდასაჭერად შექმნა, თითქმის აღარავის ახსოვს. თვეზე მეტია, მასში არცერთი ლარი არ ჩარიცხულა - რადიო თავისუფლებამ ფინანსთა სამინისტროს ჰკითხა, რა მიზნით დაიხარჯა ფონდის ფული და ვინ იყვნენ მისი შემომწირველები.

პირველ კითხვაზე პასუხი მივიღეთ, მეორეზე - ვერა.

ფონდში არსებული ფულით 2020 წელსვე სახელმწიფო ბიუჯეტი შეივსო და სამი სხვადასხვა მიმართულებით განაწილდა. ამ დროისთვის ფონდში დარჩენილია 7 მილიონი ლარი და უცნობია, რისთვის დახარჯავს მას სახელმწიფო.

ჩარიცხული თანხის თითქმის მთელი მოცულობა ფონდის შექმნის პირველ ერთ თვეზე მოდის - 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის თებერვლამდე მხოლოდ 10 მილიონი ლარი დაემატა ფონდს. ბოლო 30 დღეში ფონდში ფაქტობრივად არც ერთი ლარი არავის ჩაურიცხავს.

ფონდში არსებული თანხების ხარჯვის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ზაფხულის ბოლოს მიიღო და ძირითადი თანხები აგვისტოს თვეში უკვე განაწილებული იყო.
ფონდში არსებული თანხების ხარჯვის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ზაფხულის ბოლოს მიიღო და ძირითადი თანხები აგვისტოს თვეში უკვე განაწილებული იყო.
ბავშვებისთვის ერთჯერადი, 200-ლარიანი დახმარების პროექტისთვის იმაზე მეტი თანხა იყო საჭირო, ვიდრე ფონდს ჰქონდა მობილიზებული - ჯამში 187.8 მლნ ლარი.
ბავშვებისთვის ერთჯერადი, 200-ლარიანი დახმარების პროექტისთვის იმაზე მეტი თანხა იყო საჭირო, ვიდრე ფონდს ჰქონდა მობილიზებული - ჯამში 187.8 მლნ ლარი.

ფინანსთა სამინისტრომ არ მოგვცა იმ იურიდიული და კერძო პირების შესახებ მონაცემები, ვინც ფონდში შემოწირულება გააკეთა შემდეგი არგუმენტით: „საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, "ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია
ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე", ხოლო საქართველოს
კონსტიტუციის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, "კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე
იურიდიულ პირებზე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG