Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს წყალბურთის ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ბრძოლას გამოეთიშა


საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვების შანსი დაკარგა.

დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა, როტერდამში მიმდინარე სალიცენზიო ტურნირის მეოთხედფინალში წააგო ხორვატიასთან, ანგარიშით 6:15 და მეხუთე-მერვე ადგილების პლეი ოფში გადაერთო, სადაც ხვალ, ტურნირის მასპინძელ ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. თამაში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

ქართველმა წყალბურთელებმა როტერდამის ტურნირზე, მეოთხედფინალამდე ჯგუფური ეტაპის ოთხი მატჩი ჩაატარეს. მოუგეს კანადას (14:11) და ბრაზილიას (12:8), წააგეს საბერძნეთთან (10:11) და მონტენეგროსთან (9:11) და ჯგუფიდან პლეი ოფში მესამე ადგილით გავიდნენ.

XS
SM
MD
LG