Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირმაში (მიანმარი) ათასობით ადამიანმა გამართა საპროტესტო დემონსტრაციები


საპროტესტო გამოსვლა ქალაქ რანგუნში. 2021 წ. 22 თებერვალი.
საპროტესტო გამოსვლა ქალაქ რანგუნში. 2021 წ. 22 თებერვალი.

მიუხედავად სამხედრო ხელისუფლების გაფრთხილებისა, რომ ლეტალურ იარაღს გამოიყენებს, ბირმაში (მიანმარი) 22 თებერვალს ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში საპროტესტო დემონსტრაციებზე, რომლებიც ქვეყანაში მომხდარი სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგაა მიმართული.

ხელისუფლების მხრიდან გაფრთხილებას წინ უძღოდა სამი დემონსტრანტის მოკვლა გასული კვირის ბოლოს და 21 თებერვალს ახალგაზრდა ქალის დაკრძალვა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

ვაშინგტონმა 21 თებერვალს კვლავ განაცხადა, რომ გააძლიერებს ქვეყნის ხელისუფლებაზე ზეწოლას.

ბირმაში ფართო მასშტაბის საპროტესტო გამოსვლები იმართება მას შემდეგ, რაც 1 თებერვალს სამხედროებმა აიღეს ხელში ძალაუფლება და დააკავეს სამოქალაქო ლიდერი აუნ სან სუ ჩი. მას შემდეგ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიამ ბევრ სფეროში მოახდინა მთავრობის საქმიანობის, ასევე ბიზნესისა და ბანკების პარალიზება.

„საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები ხალხს, განსაკუთრებით ემოციურ მოზარდებსა და ახალგაზრდებს, აქეზებენ კონფრონტაციისკენ, რასაც სასიკვდილო შედეგი მოჰყვება“, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო ტელეკომპანია MRTV-მ გაავრცელა.

მაგრამ, მიუხედავად გაფრთხილებისა, 22 თებერვალს ათიათასობით ადამიანი გავიდა საპროტესტო დემონსტრაციაზე ქვეყნის უდიდეს ქალაქ რანგუნში.

ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო გამოსვლებში დედაქალაქ ნაიპიიდოში, ბევრი მათგანი მოტოციკლეტებით იყო. დიდი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა ასევე მიიჩინასა და დავეიში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG