Accessibility links

logo-print logo-print

ვლადიმირ პუტინი და ალიაქსანდრ ლუკაშენკა პირისპირ შეხვედრას მართავენ სოჭში


ალიაქსანდრ ლუკაშენკასა (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა სოჭში. 2020 წ. 14 სექტემბერი.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ბელარუსის ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა პირისპირ შეხვედრას მართავენ სოჭში. შეხვედრას წინ უსწრებდა ფართო მასშტაბის საპროტესტო გამოსვლები რუსეთსა და ბელარუსში. ამასობაში იზრდება მოსკოვსა და მინსკზე დასავლეთის მხრიდან ზეწოლა.

როგორც კრემლმა გამოაცხადა ორშაბათს, პუტინისა და ლუკაშენკას შეხვედრის დღის წესრიგში, სხვა საკითხებთან ერთად, არის ეკონომიკური კავშირები, ენერგეტიკა, უსაფრთხოება და ინტეგრაცია.

დღესვე ევროკავშირში მოსალოდნელია ახალი სანქციების მიღება რუსეთისა და, შესაძლოა, ბელარუსის წინააღმდეგაც.

ევროკავშირი თანდათან უწესებს ბელარუსს სანქციებს მშვიდობიანი დემონსტრანტების, ოპოზიციისა და მასმედიის წინააღმდეგ რეპრესიების საპასუხოდ. ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ ლუკაშენკამ აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების გზით გაიხანგრძლივა 26-წლიანი მმართველობა.

პუტინი და ლუკაშენკა უკანასკნელად სექტემბერში შეხვდნენ ერთმანეთს პირისპირ ასევე სოჭში. მაშინ ბელარუსმა 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი მიიღო თავისი დაზარალებული ეკონომიკისთვის.

მას შემდეგ ბელარუსში შედარებით მიწყნარდა საპროტესტო გამოსვლები მკაცრი ზამთრისა და სამართალდამცავთა მხრიდან სასტიკი რეპრესიების ფონზე.

პუტინი სოჭში ჩადის მაშინ, როცა რუსეთს ახალი სანქციები ემუქრება ევროკავშირისა და ვაშინგტონის მხრიდან. ეს დაკავშირებულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაპატიმრებასთან და იმის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან, რომ კრემლის კრიტიკოსი ნერვულ-პარალიტიკური ქიმიური იარაღით მოწამლეს, რაშიც თავად ნავალნი პუტინსა და ფსბ-ს ადანაშაულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG