Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიელმა სერბებმა სრებრენიცაში განმეორებითი არჩევნები მოიგეს მუსლიმების ბოიკოტის მიუხედავად


სრებრენიცის ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებული, მლადენ გრუიჩიჩი. ბოსნია და ჰერცეგოვინა, 2021 წლის თებერვალი
სრებრენიცის ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებული, მლადენ გრუიჩიჩი. ბოსნია და ჰერცეგოვინა, 2021 წლის თებერვალი

ბოსნიელ სერბთა პარტიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მან განმეორებით ადგილობრივ არჩევნებში, სრებრენიცაში, ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა ბოსნიელ მაჰმადიანთა ბოიკოტის მიუხედავად.

მლადენ გრუიჩიჩმა თავისი გამარჯვება გამოაცხადა ბოსნიასა და ჰერცეგოვინის აღმოსავლეთში, სერბთა რესპუბლიკაში მდებარე სრებრენიცაში, სადაც სერბთა ძალების მიერ 8000 მუსლიმი კაცი და ბიჭი იქნა მოკლული 1995 წლის ივლისში, ბოსნიის ომის დროს.

სრებრენიცასა და დობოიში, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთშია, არჩევნები განმეორებით ჩატარდა დარღვევების ბევრი შემთხვევის გამო ნოემბრის ადგილობრივი კენჭისყრის დროს.
გრუიჩიჩმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ბოსნიელი მუსლიმების პარტიებს რომც არ გამოეცხადებინათ ბოიკოტი, მისი უპირატესობა მაინც დიდი იქნებოდა და მანც გაიმარჯვებდა. გრუიჩიჩმა ასევე მოიგო წინა არჩევნები, 2016 წელს და ის იყო პირველი ბოსნიელი სერბი, რომელიც სრებრენიცის მერი გახდა 1999 წლის შემდეგ.

დობოიში, სადაც ბოსნიელი სერბები შეადგენენ მოსახლეობის 70 პროცენტს, მოქმედმა მერმა, ბორის იერინიჩმა გამოაცხადა თავი გამარჯვებულად. მისმა პარტიამ, დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატების ალიანსმა, განაცხადა, რომ იერინიჩმა ხმების 70 პროცენტით გაიმარჯვა.

პრესკონფერენციაზე ბოსნიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადასტურა გრუიჩიჩის და იერინიჩის გამარჯვება.

გავრცელებული ცნობით, სრებრენიცაში ამომრჩეველთა 43-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში, დობოიში - 55-მა.

ბოსნიელმა მუსლიმებმა ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს, რადგან, მათი თქმით, ოფიციალურმა პირებმა არ გააკეთეს საკმარისი იმისთვის, რომ აღარ განმეორებულიყო ნოემბერის არჩევნების დროინდელი დარღვევები.

ბოსნია და ჰერცეგოვინა შედგება ბოსნიური და ხორვატული ფედერაციისა და სერბთა რესპუბლიკისგან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG