Accessibility links

logo-print logo-print

Amnesty International-მა შეცვალა ადრე მიღებული გადაწყვეტილება ალექსეი ნავალნის „სინდისის პატიმრად“ აღიარების თაობაზე


საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა შეცვალა ადრე მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის ოპოზიციონიერი პოლიტიკოსის, პატიმრობაში მყოფ ალექსეი ნავალნის „სინდისის პატიმრად“ აღიარების თაობაზე.

როგორც გამოცემა „მედიაზონას“ განუცხადა ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების მენეჯერმა, ალექსანდრ არტემიევმა, თავდაპირველი გადაწყვეტილება შეიცვალა მას შემდეგ, რაც Amnesty International-ის იურიდიულმა და პოლიტიკურმა დეპარტამენტებმა შეისწავლეს ნავალნის გამონათქვამები 2000-იანი წლების შუაში და მათში „სიძულვილის რიტორიკა“ აღმოაჩინეს. კონკრეტულად რომელ გამონათქვამებზეა ლაპარაკი, არტემიევს არ დაუზუსტებია.

მიუხედავად ამისა, Amnesty International-ის „მოთხოვნა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ნავალნი, ძალაში რჩება, ვინაიდან მას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით სდევნიან,“ თქვა მან.

Amnesty International-მა ერთი თვის წინ ცნო ნავალნი „სინდისის პატიმრად“. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ის გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ დააკავეს მოსკოვის აეროპორტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG