Accessibility links

logo-print logo-print

რიჩარდ მილსი: აშშ მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და გმობს ყირიმის ანექსიას


რიჩარდ მილსი

გაეროში აშშ-ის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა რიჩარდ მილსმა აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში შექმნილ ვითარებაზე ილაპარაკა გაეროს გენერალური ასამბლეის თათბირზე. მილსმა ორგანიზაციის წევრებს მოუწოდა, კენჭისყრაში მხარი დაუჭირონ რეზოლუციას, რომელშიც ყურადღება ექცევა ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევებსა და მილიტარიზაციას.

მილსმა პირობა დადო, რომ აშშ პარტნიორებთან ერთად კვლავაც დაუჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მცდელობას.

რუსეთი, რომელსაც უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები, ტანკები და მძიმე შეიარაღება აქვს, თავს შუამავალს უწოდებს, სინამდვილეში კი ისაა კონფლიქტის წამომწყები, აღნიშნა მილსმა. მისი სიტყვებით, რუსეთის მიერ ყირიმის გაძლიერებული მილიტარიზაცია სერიოზული მზარდი საფრთხეა.

მან რუსეთს მოუწოდა, გაათავისუფლოს ასზე მეტი უკრაინელი პოლიტიკური პატიმარი და შეწყვიტოს ყირიმელი თათრების, იეღოვას მოწმეებისა და ოკუპაციის სხვა მოწინააღმდეგეთა შევიწროება.

ჩვენ მოვითხოვთ და ვითხოვთ, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აღმოსავლეთ უკრაინაში აგრესიული ქმედება და ბოლო მოუღოს ყირიმის ოკუპაციას, განაცხადა მილსმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG