Accessibility links

site logo site logo

უმაღლეს სასწავლებლებსა და კოლეჯებში ლექციები აუდიტორიებში 15 მარტიდან განახლდება


საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიულ კოლეჯებში შეზღუდვები ორ ეტაპად მოიხსნება. კერძოდ, 1 მარტიდან უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიულ კოლეჯებს უფლებამოსილება ეძლევათ, პრაქტიკული და ლაბორატორიული საქმიანობა, ასევე გამოცდები არადისტანციური ფორმატით განახორციელონ.

რაც შეეხება საქმიანობის სრულად აღდგენას, საკოორდინაციო საბჭოს თანახმად, ლექციები აუდიტორიებში 15 მარტიდან განახლდება. კონკრეტულ გადაწყვეტილებებს შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით მიიღებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG