Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს მიულოცა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა


ილჰამ ალიევი
ილჰამ ალიევი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მან ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის პროდუქტიული თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების დინამიურად გაგრძელების მნიშვნელობაზე.

„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას. აზერბაიჯანი და საქართველო დაკავშირებულნი არიან ღრმა ისტორიული ფესვების მქონე მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობებით. მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პროდუქტიული თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები დინამიურად გაგრძელდება და გაფართოვდება ჩვენი მჭიდროდ დაკავშირებული ერების ნების საფუძველზე. ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში მეგობრული ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია მილოცვაში.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულებას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოაწერა ხელი.

22 თებერვალს რიგგარეშე სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობით მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა (89 ხმით, 2-ის წინააღმდეგ) საქართველოს პარლამენტმა.

18 თებერვალს გიორგი გახარიამ დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG