Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVAX-ის წარმატების ფონზე ევროპის ზოგ ქვეყანაში იზრდება პანდემიის გამო შეშფოთება


უნგრეთმა დაიწყო ჩინეთის კომპანია Sinopharm-ის მიერ წარმოებული ვაქცინის გამოყენება. 2021 წ. 24 თებერვალი.
უნგრეთმა დაიწყო ჩინეთის კომპანია Sinopharm-ის მიერ წარმოებული ვაქცინის გამოყენება. 2021 წ. 24 თებერვალი.

გაეროს მხარდაჭერით მოქმედმა ინიციატივა COVAX-მა, რომლის მიზანია, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიაწოდოს ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს, AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია გაგზავნა განაში.

600 ათასი დოზა ვაქცინა 24 თებერვალს ჩავიდა დასავლეთ აფრიკის ქვეყანაში. ვაქცინების ალიანს Gavi-ს თანახმად, ეს ღირსშესანიშნავი დღეა.

მთლიანობაში COVAX-ი ვაქცინებს დაგზავნის დაბალ- და საშუალოშემოსავლიან 92 ქვეყანაში.

ვაქცინების ფრონტზე წარმატებებს ჩრდილს აყენებს მზარდი შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ევროპის ნაწილებში ვრცელდება მისი მუტირებული ვარიანტი. პირველად კორონავირუსის ამ ახალმა ვარიანტმა დიდ ბრიტანეთში იჩინა თავი.

გუშინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თქვა, რომ ევროპის უდიდესი ეკონომიკა ინფექციის ახალი ტალღის წინაშე დგას. დღეს კი ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ მთავრობამ ახალი, საგრძნობლად უფრო მკაცრი ლოკდაუნი უნდა შემოიღოს „სრული კატასტროფის“ თავიდანა ასაცილებლად, ვინაიდან საავადმყოფოებს უჭირთ გაუმკლავდნენ ევროპაში ინფექციის ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს.

ამასობაში უნგრეთი - ევროკავშირის წევრთა შორის პირველი - იწყებს ჩინეთის სახელმწიფო კომპანია Sinopharm-ის მიერ წარმოებული ვაქცინის გამოყენებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG