Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევიდან ნახევარზე ნაკლები თბილისზე მოდის. ქვეყანაში სულ 22 501 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელი კი 1,61.

რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება:

  • თბილისი - 165,
  • აჭარა - 25,
  • იმერეთი - 43,
  • ქვემო ქართლი - 5,
  • შიდა ქართლი - 33,
  • გურია - 26,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 36,
  • კახეთი - 18,
  • მცხეთა-მთიანეთი - 0,
  • სამცხე-ჯავახეთი - 2,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 12 პაციენტი. ამავე პერიოდში 470 -ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 269 800 შემთხვევა. მათგან 263 727 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3475 ადამიანი.

XS
SM
MD
LG