Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვირუსის ახალ ვარიანტებთან ბრძოლის ფონზე, ევროკავშირის ლიდერები მსჯელობენ ვაქცინაციის დაჩქარებაზე


ევროკავშირის ლიდერები 25 თებერვალს ვირტუალურ სამიტს გამართავენ და იმსჯელებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოების და განაწილების პროცესების დაჩქარების გზებზე, იმ ფონზე, როცა კონტინენტზე უკვე გამოჩნდა ვირუსის ახალი ვარიანტები.

ლიდერები ასევე განიხილავენ ბალანსის მიღზევის გზებს პანდემიის საწინააღმდეგო შეზღუდვებსა და საზღვრების ღიად დატოვების საჭიროებას შორის, საიმისოდ, რომ საქონელი და სერვისები შეუფერხებლად გადაადგილდებოდეს 27-წევრიან, ერთიანი ბაზრის მქონე ბლოკში.

"ახლა ყველა მაქსიმალური ზეწოლის ქვეშაა" - ამბობს ევროკავშირის წარმომადგენელი ვიდეოკონფერენციის წინ და დასძენს: "ვირუსი საზღვრებს არ ითვალისწინებს და, ამდენად, კოორდინირებას თუ ვერ შევძლებთ, აქედან ერთად ვერ გამოვალთ".

ინფიცირების მაჩვენებელი ეცემა ევროკავშირის 20-მდე წევრ ქვეყანაში, თუმცა არსებობს შეშფოთება ახალი კერების შესახებ, რომლებიც, შესაძლოა, ვირუსის ე.წ. ბრიტანულმა ვარიანტმა გამოიწვიოს.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო, ევროპის კომისია და ცალკეული წევრი სახელმწიფოები კრიტიკის ობიექტები გახდნენ ვაქცინაციის პროცესის შეფერხებით მიმდინარეობის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG