Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერები უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე მსჯელობენ ნატოს ხელმძღვანელთან


 ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა 26 თებერვალს ონლაინ სამიტის დროს თავდაცვისა და უსაფრთხოების თემები განიხილეს.

ევროკავშირმა ბოლო წლებში გადადგა ნაბიჯები უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში, კერძოდ თავდაცვითი ობიექტების ერთად დაფინანსების საქმეში. ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ გამოხატა შეშფოთება, რომ ზეწოლამ შეიძლება ნატოს ზიანი მიაყენოს იმ დროს, როცა აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ცდილობს ალიანსის მოძლიერებას.

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი შეუერთდა ონლაინ სამიტს და ევროკავშირსა და ნატოს შორს თანამშრომლობის თაობაზე დისკუსიაში ჩაერთო. ევროკავშირის ძალისხმევა კონტინენტზე სამხედრო ძალისხმევებთან ფეხაწყობილია, თქვა სტოლტენბერგმა შეხვედრამდე. „ნატოსთვის მთავარი ამოცანა პანდემიისას ისაა, რომ ჯანდაცვაში კრიზისის უსაფრთხოებაში კრიზისად არ გადაიქცეს“, თქვა მან „რადგან საფრთხე, რომელსაც წავაწყდით პანდემიამდე, კვლავ არსებობს: რუსეთის აგრესიული ქმედებები, ტერორიზმის უფრო სასტიკი ფორმები, დახვეწილი კიბერთავდასხმები, ჩინეთის გაძლიერება, უსაფრთხოებაზე კლიმატის ცვლილებების ზემოქმედება“.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა რწმენა გამოთქვა, რომ "კავშირების განმტკიცება ევროკავშირსა და ნატოს შორის ევროკავშირსაც გააძლიერებს და ნატოსაც“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG