Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიბეჭდება მარკა მარო მაყაშვილის გამოსახულებით


2021 წელს მიმოქცევაში ჩაეშვება საქართველოს ფოსტის ახალი მარკა. მარკა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით შეიქმნა და მასზე მოწყალების და მარო მაყაშვილია გამოსახული, რომელიც საქართველოს ანექსიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. მარო მაყაშვილის გამოსახულების უკან ფონზე ჩანს ჯარი საქართველოს პირველი მთავრობის დროშით. ასევე მარკაზე დატანილია ელემენტები მაროს ჩანაწერებიდან. მარკის დიზაინის ავტორები გიორგი მამულაშვილი და გიორგი მღებრიშვილო არიან.

საფოსტო მარკას კუთხეში აწერია 3+1. როგორც საქართველოს ფოსტაში განმარტავენ, მარკა 4 ლარი ღირს, მაგრამ აქედან ლარი ქველმოქმედების მიზნით „წითელ ჯვარს“ გადაერიცხება. გარდა ამისა, „წითელ ჯვარს“ საჩუქრად გადაეცემა 500 მარკა. ამგვარად ორგანიზაცია თავადვე მოახდენს მათ რეალიზებას და გაყიდვიდან მიღებული თანხაც სრულად (თითოზე 4 ლარი) ჩაირიცხება ფონდში.

ახალი მარკის დაბეჭდვას საქართველოს ფოსტა 10 ათასიანი ტირაჟით აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG