Accessibility links

site logo site logo

დღეიდან საქართველოს რკინიგზამ მგზავრების გადაყვანა განაახლა


დღეიდან, 27 თებერვლიდან საქართველოს რკინიგზამ მგზავრების გადაყვანა განაახლა. არსებული ინფორმაციით, სამთვიანი პაუზის შემდეგ კომპანია მოძრაობას აღადგენს ხუთ რეისზე. ესენია თბილისი-ბათუმი-თბილისი; ​თბილისი-ზუგდიდი-თბილისი;​ თბილისი-ოზურგეთი-თბილისი;​თბილისი-ფოთი-თბილისი და ​თბილისი-ქუთაისი-თბილისი.

საქართველოს რკინიგზის თანახმად, მგზავრობისას დაცული იქნება კოვიდ 19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: კერძოდ, ​გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს,​მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით.​ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.​პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს და მათ აფრთხილებს, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად.

შეზღუდვა საქლაქთაშორისო გადაყვანაზე, მათ შორის რკინიგზით 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებდა. საქალაქთაშორისო მიმოსვლა ქვეყანაში 25 თებერვლიდან აღდგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG