Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი ბორის ნემცოვის ხსოვნას


რუსეთში ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი 2015 წლის 27 თებერვალს მოკლული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის ხსოვნას.

ნემცოვი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მწვავე კრიტიკოსი იყო.

მემორიალურ ცერემონიას დაესწრნენ დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები.

ნემცოვის მკვლელობის დღეს, როგორც წესი, მოსკოვში მარშით აღნიშნავენ ხოლმე. მაგრამ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ოპოზიციის აქტივისტები შეიკრიბნენ ნემცოვის მკვლელობის ადგილზე კრემლის მახლობლად მდებარე ხიდზე.

როგორც იტყობინებიან, აქციაზე თავი მოიყარა დაახლოებით 4600-მა ადამიანმა.

„ჩვენ ამ დღეს ყოველ წელს მოვდივართ ამ ადგილზე, რათა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ არ დაგვვიწყნია და არ დავივიწყებთ“, უთხრა AFP-ს რუსეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მიხაილ კასიანოვმა.

აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა რებეკა როსმა განაცხადა, რომ აშშ-ის ელჩმა ჯონ სალივენმა აღნიშნა ნემცოვის „დაუნდობელი მკვლელობა“. მისი თქმით, ნემცოვმა თავი „მიუძღვნა საკუთარი ქვეყნის უკეთეს მომავალს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG