Accessibility links

site logo site logo

სომხეთის პრეზიდენტმა უარი თქვა ხელი მოეწერა გენშტაბის უფროსის მოხსნაზე


არმენ სარქისიანი

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა უარი თქვა ხელი მოეწერა ქვეყნის გენერალური შტაბის უფროსის, ონიკ გასპარიანის მოხსნაზე. გასპარიანი პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაითხოვა 25 თებერვალს, რამაც პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.

სარქისიანმა 27 თებერვალს განაცხადა, რომ გასპარიანის მოხსნა არაკონსტიტუციურად მიაჩნია.

ერევანში ოპოზიციის მიერ გამართულ დემონსტრაციაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვაზგენ მანუკიანმა, რომელიც ფაშინიანის შემცვლელად დაასახელეს, განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით „პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ არმიის გვერდით დგას.“

„იმედი მაქვს, ვიხილავთ პოლიციისა და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის განცხადებებს, რომ ისინიც ემხრობიან არმიას,“ დასძინა მანუკიანმა.

ფაშინიანმა განაცხადა, რომ მან გასპარიანი მოხსნა, მისი თქმით, გადატრიალების მცდელობის გამო, რომელიც მის ჩამოგდებას ისახავდა მიზნად.

შეიარაღებული ძალები ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ნოემბერში აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი ყარაბაღის ომის დასასრულებლად.

ფაშინიანი, რომლის ალიანსი „ჩემი ნაბიჯი“ უმრავლესობას ფლობს პარლამენტში, უარყოფს ოპოზიციის მოწოდებებს მისი გადადგომისკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG