Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაპიტოლიუმში შეჭრისთვის 300-ზე მეტი პირის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე


6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაზე ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეთა შტურმში მონაწილეობისთვის 300-ზე მეტი პირის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

გენერალური პროკურორის, ჯონ კარლინის თქმით, ბრალდებულთაგან მინიმუმ 280 დაკავებულია.

„პასუხისმგებელთა წინააღმდეგ გამოძიება უპრეცედენტო სისწრაფითა და მასშტაბით მიმდინარეობს, რაც სწორია,“ განაცხადა კარლინმა. „იმათ, ვისაც ბრალი მიუძღვის, პასუხი უნდა აგონ და ისინი პასუხს აგებენ.“

მინიმუმ ხუთი ადამიანი დაიღუპა კაპიტოლიუმის შტურმისას, მათ შორის კაპიტოლიუმის პოლიციის თანამშრომელი. ბრბო ცდილობდა, ხელი შეეშალა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების სერტიფიცირებისთვის, რომელიც კონგრესის გაერთანებულ სხდომაზე მიმდინარეობდა 6 იანვარს.

პასუხისგებაში მიცემულთაგან ბევრი დააკავეს სოცქსელებში გამოქვეყნებული მათი პოსტების მიხედვით, რომლებშიც ისინი შტურმში მონაწილეობაზე ლაპარაკობდნენ.

შტურმიდან ერთი კვირის შემდეგ წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა ბრბოს წაქეზებისთვის, მაგრამ სენატმა ის გაამართლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG